პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი

Read Time:27 Second

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„უკვე რამდენიმე დღეა საკუთარი თვალით ვხედავთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს ბრძოლა უცხო არაა და კარგად ვიცით, თუ რას გრძნობენ ამ მძიმე დღეებში ჩვენი უკრაინელი დები და ძმები.ბრძოლას, მითუმეტეს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ყოველთვის მოყვება მსხვერპლი. მათ შორის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რაც ყველაზე დიდი საშინელებაა ომის დროსაც კი! ამიტომ, სხდომის დაწყებამდე, გთხოვთ, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაპონიამ პუტინისა და 49 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა
Next post უკრაინის დასახმარებლად, საქართველოს პარლამენტში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება