პაპუნა მარგველიძე: მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა ქვათაცვენის ფაქტი, რის გამოც სამუშაოები დილამდე შეჩერდა

Read Time:26 Second

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების არეალი გაიზარდა და მძიმე ტექნიკის მუშაობა დღეს დილიდან კვლავ განახლდა, – ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ შოვში განაცხადა.

მისივე თქმით, მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა ქვათაცვენის ფაქტი, რის გამოც სამუშაოები დილამდე შეჩერდა.

„როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდეგ, ეს დამახასიათებელია. ვინაიდან ცუდი ხილვადობა იყო, გვიან ღამით მოხდა სამუშაოების დილამდე შეჩერება. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მოხდა ვერტმფრენითა და დრონებით ამ ხეობის დათვალიერება და მნიშვნელოვან ქვათაცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დილიდანვე განახლდა საძიებო სამუშაოები“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით, 56:6 დაამარცხეს
Next post ქუთაისში 15 წლის მოზარდი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა