პაატა იმნაძე – ძალიან სწრაფად სრულდებოდა ყველა გაცემული რეკომენდაცია, რისთვისაც პირადად მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას

Read Time:24 Second

ყველა რეკომენდაცია, რომელიც დღემდე იყო გაცემული, ძალიან სწრაფად ხდებოდა ამის იმპლემენტაცია, რისთვისაც პირადად მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის საყოველთაო კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ არსებობს.

„ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის შესახებ რეკომენდაცია არ გაცემულა. როგორც კი ამის პირველ საჭიროებას დავინახავთ, იმედი მაქვს, ეს განხორციელდება მომენტალურად, როგორც აქამდე ხდებოდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – იმასთან დაკავშირებით, რაც ზუგდიდში ვნახეთ, კითხვის ნიშნები არ არსებობს, ეს იყო მავნებლობა
Next post ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა