კახა კალაძე – იმასთან დაკავშირებით, რაც ზუგდიდში ვნახეთ, კითხვის ნიშნები არ არსებობს, ეს იყო მავნებლობა

Read Time:1 Minute, 1 Second

იმასთან დაკავშირებით, რაც ვნახეთ, კითხვის ნიშნები არ არსებობს, კითხვები აქვს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. თავისი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზუგდიდში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დააჯარიმა.

„ახლა არის ის დრო, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მაქსიმალურად გავითვალისწონოთ, რეკომენდაციები და რჩევები, რაც არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ზუგდიდში ორგანიზებულ შეკრებას, მავნებლობა უწოდა.

„პირველ რიგში, ეს იყო მათი მხრიდან მავნებლობა, რაც გააკეთეს. ადამიანები დააყენეს საფრთხის ქვეშ იმ გაუგებარი ღონისძიების გამო. მეორე მავნებლობა არის ის, რომ ადარებენ იმ კონკრეტულ ქმედებებს, რომელთაც ვახორციელებთ ჩვენ და ჩვენი სამსახური. ეს არის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, რომ ამ სიტუაციაში დავეხმაროთ ყველა ადამიანს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. ვინც გუშინ შევკრიბეთ, ყველა არის გადამზადებული წითელი ჯვრის მიერ. ყველა არის აღჭურვილი შესაბამისი საშუალებებით და იცავენ უსაფრთხოების წესებს, თავი რომ არ დაიზიანონ და არ დააზიანონ ადამიანები, ვისთანაც შემხებლობა აქვთ.

20-25 კაცი ვიკრიბებით, როცა მიმდინარეობს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა და რა, უნდა დავჯარიმდეთ? ვერ ხვდებით ხომ განსხვავებას, რაზეა საუბარი? ამიტომ, კეთილი ინებეთ და დაექვემდებარეთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც არის. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი საზოგადოების, მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კალაძემ.

ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მოსახლეობისთვის პირბადებიის დარიგებამ მასობრივი თავყრილობა გამოიწვია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სახლიდან გასვლის პროტოკოლი და როგორ გავასუფთაოთ ნივთები კორონავირუსის პრევენციისთვის
Next post პაატა იმნაძე – ძალიან სწრაფად სრულდებოდა ყველა გაცემული რეკომენდაცია, რისთვისაც პირადად მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას