პაატა იმნაძე: სრულად ვაქცინირებულებს სექტემბრიდან მეტი თავისუფლება ექნებათ

Read Time:27 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სრულად ვაქცინირებული არ არის იმ რაოდენობის მოქალაქე, რომ მათ გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებები დაუწესდეთ, თუმცა, სექტემბრიდან, მათ მეტი თავისუფლება ექნებათ.

მისივე განმარტებით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, ჯერ ვაქცინირებული ადამიანების წილი არ არის იმდენი, რომ ეს მოხერხდეს. გამოცხადებულია, რომ სექტემბრიდან, ამ ადამიანებს უსაფრთხოებიდან გამომდინარე მეტი თავისუფლება ექნებათ. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ეს იქნება. ეს უსაფრთხოების ზომების დაცვაა. არის ვიღაც, ვინც მეტ საფრთხეს წარმოადგენს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, არის ის, ვინც ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს თავისი თავისთვის და საზოგადოებისთვის“,- აღნიშნავს იმნაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს – რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ეს არის ადამიანის არჩევანი
Next post კახა კალაძე: ყოველდღიურად ვგრძნობ თბილისელების მხარდაჭერას, რასაც ძალიან ვაფასებ