პაატა იმნაძე: საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა და ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზად ვართ

Read Time:32 Second

საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა და ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზად ვართ – ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, საქართველო „ასტრაზენეკას“ ტიპის ვაქცინების მისაღებად ემზადება.

„ძირითადად ვემზადებით, რომ „ასტრაზენეკა“ ტიპის ვაქცინები მივიღოთ, მაგრამ ის ჯერ არ არის „კოვაქს“ პლატფორმაზე. ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად მზად ვართ, მთავარია როდის იქნება ეს მოწოდება.

კოვაქს“ პლატფორმასთან მოლაპარაკების პარალელურად ასევე გრძელდება ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. რა რაოდენობის ჩამოვა, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შესაძლებლობები ექნება „კოვაქს“ პლატფორმას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია – გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ზაზა გახელაძის საქმის განხილვა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა
Next post ბექა დავითულიანი: ვეთანხმები იაგო ხვიჩიას, როცა არც ხალხია შენს მხარეს, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო