პაატა იმნაძე: თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში

Read Time:30 Second

პაატა იმნაძემ საქართველოს მოსახლეობას მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებისკენ კვლავ მოუწოდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ „დილის შოუს“ და „ანატომიის“ გაერთიანებულ ეთერში განაცხადა, ვირუსის შიდა გავრცელების პრევენციის მხრივ ყველა აუცილებელი ზომაა მიღებული, ამიტომ მოვლენათა შემდგომი განვითარება უკვე მათ გათვალისწინებაზე იქნება დამოკიდებული.

„ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის. ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა უკვე დამოკიდებული. თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში. აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი. დღეს არის მთავარი რა? რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა ადამიანმა ქვეყნაში – დღეს უკვე იმ ეტაპზე შევდივართ, რომ თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ინფექცია არ გაჩერდება“, – განაცხადა იმნაძემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან რატიანი – საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
Next post კახეთში 3 თვის ჩვილი მოკლეს, დაჭრილია ბავშვის დედა