„ოჯახური პრობლემები ჰქონდა“ – გორში 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

Read Time:50 Second

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.პირველადი ინფორმაციით, მოზარდი ფეხსაცმლის თასმით არის დამხრჩვალი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც Etaloni.ge-სთვის გახდა ცნობილი, გოგონა გორის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მისი დირექტორი, გია ბერძენიშვილი Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მოზარდს პრობლემები სკოლაში არა, თუმცა ოჯახში ჰქონდა: 

„ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. იანვრის ბოლოს გადმოვიდა, მეორე სემესტრის დასაწყისში. სულ 3-4 თვე სწავლობდა ჩვენთან. გადმოცემის მიხედვით, რამდენადაც ახლა ირკვევა, ოჯახური პრობლემები ჰქონდა და ოჯახში და უბანში ცოტა რთული იყო. სკოლაში არაფერი ემჩნეოდა – ბავშვებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. მასწავლებლებიც იმავეს ამბობენ. რაიმე კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არც ის ვიცით, დედმამიშვილები ჰყავს თუ არა. ამ ეტაპზე ვერსიები არ არსებობს, რა შეიძლება გამხდარიყო ამ უბედურების მიზეზი. „-განაცხადა სკოლის დირექტორმა.

გავრცელებული ცნობით, გოგონას ცხედარი პირველად დედამ აღმოაჩინა. მას ყელზე ერთმანეთზე გადაბმული რამდენიმე ზონარი ჰქონდა მოჭერილი. ამავდროულად, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გოგონა იმ ოთახში არ უპოვიათ, სადაც დაიღუპა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაადგინეს რით არის თბილისში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული
Next post “როგორ უნდა სცემო სწორად ცოლს”- (ინსტრუქცია მუსლიმან ქმარს, შარიათის მიხედვით)