ოსპის სუპ-პიურე

Read Time:34 Second

ეს კერძი ძალიან დიეტურია და განსაკუთრებულად სასარგებლო სხვადასხვა დაავადების დროს. 
დაგჭირდებათ:
წითელი ოსპი – 150 გრ
სტაფილო – 4 ცალი
ნიახური – 1 კონა
ხახვი – 1 თავი
ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი – 1,2 ლ
ზეთი, მარილი

მომზადება:
ხახვი, ნიახური და სტაფილო წვრილად დაჭერით. ჯერ ხახვი მოხრაკეთ ტაფაზე, მერე დაუმატეთ სტაფილო და ნიახური. გარეცხილი და ცოტა ხნით დამბალი ოსპი დაუმატეთ და ცოტა ხანს, დაახლოებით 2 წუთს შუშეთ, თან ურიეთ.
ქვაბში ჩაასხით წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი (ბულიონი მანამდე უნდა გქონდეთ მოხარშული. ჩვეულებრივი – კარტოფილით, სტაფილოთი, ბულგარულით, ხახვით, ნივრით, დაფნის ფოთლით და მისი მხოლოდ წვენი გამოიყენოთ).
დაუმატეთ წამოდუღებულ წვენში ან წყალში, უკვე მოხრაკული ბოსტნეული და ნელ ცეცხლზე ხარშეთ. როცა ოსპი მოიხარშება, დაიმატეთ სუნელები და მარილი. შემდეგ ბლენდერით გათქვიფეთ და პიურედ აქციეთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
100 %

Comments

კომენტარები

Previous post შსს-მ ბახალას ახალი ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე წაუყენა
Next post 10 გრამატიკული შეცდომა, რომელიც უწიგნურობაზე მეტყველებს