“ორი შვილი დარჩა, საქართველოში აპირებდა დაბრუნებას, როცა მოკლეს..” – დანიაში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს

Read Time:2 Minute, 7 Second

ცნობილი ხდება ძალიან სამწუხარო ინფორმაცია. დანიაში, აფროამერიკელმა ქართველი ახალგაზრდა ბა­თუ­მე­ლი ფრი­დონ ია­კო­ბი­ძე მოკლა.

დამნაშავემ ფრიდონს ჭრილობები დანით მიაყენა. მას ორი შვილი დარჩა.

“პირ­ველ აპ­რილს გახ­დე­ბო­და ფრი­დო­ნი 32 წლის. ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა, 6 წლის და ერთი წლის. და­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ იყო წა­სუ­ლი. შვი­ლე­ბი, ოჯა­ხი ძა­ლი­ან ენატ­რე­ბო­და. ვი­ცით მხო­ლოდ ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რებ­და დაბ­რუ­ნე­ბას და ამ დროს მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია.

თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ხვალ ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ და ალ­ბათ, ამის შემ­დეგ გვე­ცო­დი­ნე­ბა უფრო მეტი დე­ტა­ლი მომ­ხდარ­ზე, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში და რა­ტომ მოკ­ლეს სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდა კაცი, მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო. ძა­ლი­ან მტკი­ვა გული და მი­ჭირს მას­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. ოჯახ­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მამა და მე­უღ­ლე იყო. ძა­ლი­ან მძი­მეა იმის გა­აზ­რე­ბა, რომ ის ჩვენ გვერ­დით არ იქ­ნე­ბა.

რო­გორ უნდა იცო­ცხლოს მის­მა მკვლელ­მა, ის უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს. ისე მკაც­რად უნდა ის­ჯე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლე­ბი, რომ მე­ო­რემ არ გა­ბე­დოს ასე­თი გა­უ­გო­ნა­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა. ისე­თი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა მის სახ­ლში, რომ ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს ვე­კი­თხე­ბი. ერთი ეს ით­ქვა, რომ ვი­ღაც აფრო-ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­შო­ბის მა­მა­კაც­მა და­ნით მი­ა­ყე­ნა სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა. ხვალ გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ ჯერ თბი­ლის­ში, შემ­დეგ ბა­თუმ­ში და ალ­ბათ მერე გა­ირ­კვე­ვა, იქ რა მოხ­და. მისი ოჯა­ხი ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს. ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მაღ­ლა­კონ­ში აქვთ სო­ფე­ლი. ვერ დას­ცალ­და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და ოჯახ­თან ჩა­ხუ­ტე­ბა” – აღნიშნულზე ოჯახის ახლობელმა ისაუბრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „არ მიეკაროთ, ნეგატივს თქვენ მიიზიდავთ!“ – როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საფლავზე ფოტოები, ან ბოქლომი იპოვეთ
Next post ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელის მინისტრთა კაბინეტი მომავალ კვირას შეიკრიბება, რათა დაამტკიცოს „რაფაჰში“ ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმები