ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელის მინისტრთა კაბინეტი მომავალ კვირას შეიკრიბება, რათა დაამტკიცოს „რაფაჰში“ ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმები

Read Time:31 Second

ისრაელის მინისტრთა კაბინეტი მომავალ კვირას შეიკრიბება, რათა დაამტკიცოს „რაფაჰში“ ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმები, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა მივაღწიოთ სხვა ჩარჩოს ჩვენი მძევლების გათავისუფლებისთვის, ისევე როგორც „რაფაჰში“ „ჰამასის“ ლიკვიდაციის დასრულებას, ამიტომ გავგზავნე დელეგაცია პარიზში და დღეს საღამოს განვიხილავთ მოლაპარაკებების შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, მხოლოდ სამხედრო ზეწოლისა და მტკიცე მოლაპარაკებების ერთობლიობა გამოიწვევს მძევლების გათავისუფლებას, „ჰამასის“ ლიკვიდაციას და ომის ყველა მიზნის მიღწევას.

შეგახსენებთ, პარიზში ისრაელ-„ჰამასის“ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა. ისრაელის მედია ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლებმა ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით „შეთანხმების მონახაზს“ მიაღწიეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ორი შვილი დარჩა, საქართველოში აპირებდა დაბრუნებას, როცა მოკლეს..” – დანიაში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს
Next post ირაკლი კობახიძე – საავადმყოფოს მშენებლობა ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, მიწის ნაკვეთის ნაწილი საინვესტიციო მიზნებისთვის დაიტვირთება