ოპოზიცია კვლავ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. რას ამბობენ პარტიების წარმომადგენლები
როდის შედგება დიალოგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ამ ეტაპზე უცნობია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დიალოგს პერსპექტივა არ აქვს, თუ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება მთავარი მომლაპარაკებელი. ოპოზიციის მოთხოვნები ისევ უცვლელია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება მოლაპარაკებების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
„თუ ხელისუფლებას მოლაპარაკებების გახსნა სურს, მაგიდაზე დევს ის ექვსი პუნქტი, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა. იმისთვის, რომ წარიმართოს დიალოგი, აუცილებელია, პოლიტპატიმრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებები დატოვონ. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ნიკა მელიას, რომელიც არა ციხეში, არამედ – მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს. ამასთან, განხილვის მთავარი თემა უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი.
კვლავ ვადამდელი არჩევნების შესახებ საუბრობენ „ევროპულ საქართველოშიც“.
„როდესაც ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება მიითვისა და არჩევნები გააყალბა, ამის შემდეგ, კომპრომისი სწორედ ისაა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. ხელისუფლებისთვის პლებისციტი არც არავის შეუთავაზებია. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეების შეჩერება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“ – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია.
„სტრატეგია აღმაშენებელში“ ამბობენ, რომ კომპრომისს მმართველი გუნდისგან ელიან.
„მოლაპარაკებაზე, კომპრომისული წინადადებით ვინც უნდა მოვიდეს, ესაა „ქართული ოცნება“. ჩვენი შეთავაზებაა ის ექვსი პუნქტი, რაზეც შევთანხმდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ან ამაზე ვისაუბრებთ, ან საერთოდ არ შედგება ეს მოლაპარაკებები“ – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე.
ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ „ლელოშიც“.
„კომპრომისი არის პაკეტური შეთავაზება, რომელიც განხილული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. პლებისციტი განიხილებოდა მთავარ კონსენსუსად იმისთვის, რომ მივსულიყავით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე. ხალხს უნდა ვკითხოთ, სურთ მათ არჩევნები თუ არა. თუ მდინარაძეს რაიმე სხვა განწყობა ან მოლოდინი ჰქონდა ოპოზიციისგან, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, – ამბობს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ლანა გალდავა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
სულ რაღაც 2 დღეა დავბრუნდი, ერთი შეკრებიდან. პოლონეთის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა, დანაყოფების მეთაურები, სხვა ქვეყნების ძალოვანი უწყების პირველი პირები, ყველა...
მამუკა მდინარაძე: ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, მამული, ენა, სარწმუნოება, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ხვალინდელ შეკრებას შემოუერთდნენ
ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება, სადაც ჩემი აზრით, ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას, –...
მამუკა მდინარაძე: ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება. ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას
ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და, როგორც ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება სადაც, ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა,...