ონკოპაციენტებისთვის ახალი თაობის პრეპარატები მკურნალობის ბოლო ეტაპზეც დაფინანსდება
ონკოპაციენტებისთვის ახალი თაობის პრეპარატები მკურნალობის ბოლო ეტაპზეც დაფინანსდება.
როგორც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, აქამდე მოქალაქეებს მკურნალობის ბოლო ეტაპის დაფინანსება თავად უწევდათ.
მინისტრის თქმით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეპარატების ახალი თაობა ამ ეტაპზეც ხელმისაწვდომი გახადოს პაციენტებისთვის.
„დღესდღეობით საქართველოში ფიქსირდება 38 000-ზე მეტი ონკოპაციენტი, რომელიც ებრძვის ამ საშინელ სენს და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ტვირთი არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვის და ეს ტვირთი არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური და ფინანსური. სწორედ აქედან გამომდინარე 2019 წლის ნოემბრეში ჩვენ შევქმენით საკმაოდ გაფართოებული ჯგუფი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და პაციენტთა ჯგუფები, სადაც ჩვენ შევიმუშავეთ სწორედ ის ცვლილება, რომელიც დღეს გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს და ეს ცვლილება ეხება იმ მნიშვნელოვან პრეპარატებს, რომელიც არის თანამედროვე მიდგომებით და ძალიან ეფექტური გამოსავლებით ხასიათდება – მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგეგმავთ ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღემდე ფინანსდებოდა ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როცა ჩვენს მოქალაქეებს უკვე საბოლოო ეტაპზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა ამ პრეპარატებზე და უწევდათ ჯიბიდან გადახდა. ჩვენ ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდშიც დააფინანსოს და პრეპარატების ახალი თაობა, რომელიც არის ყველაზე ეფექტური ამ დაავადებასთან ბრძოლაში, გახადოს ყველა იმ მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი, რომელსაც ეს საჭიროება უდგას,“- განაცხადა ტიკარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...