ონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება

Read Time:29 Second
ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, რეგიონის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ცენტრალური თუ შიდა სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება, ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ავრცელებს, რომელიც
გზების გაწმენდით სამუშაობებს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში, მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცანო. დეპუტატის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გზების გაწმენდით სამუშაოებს შპს ,,ონის სერვის ჯგუფი” ახორციელებს.

“ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია კურორტ შოვამდე მისასვლელი გზა, ასევე სოფელ შქმერის, ბარისა და მრავალძლის შიდა სასოფლო გზებიც.
მადლობას ვუხდი შპს ,,ონის სერვის ჯგუფის” ყველა თანამშრომელს, ოპერატიულად და ეფექტიანად განხორციელებული სამუშაოებისათვის, რაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.”-აცხადებს გოჩა ენუქიძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანდაცვის მინისტრი: გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია COVAX-პლატფორმამ საქართველოსთვის ბევრად უფრო მეტი ვაქცინის გამოყოფა გადაწყვიტოს
Next post ნათია თურნავას თქმით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა სავარაუდოდ თებერვალში მოიხსნება