“ომიკრონი” შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ – ბიძინა კულუმბეგოვი

Read Time:37 Second

საუბარი იმაზე, რომ “ომიკრონის” შტამი შესაძლოა პანდემიის დასასრულის დასაწყისი იყოს, ამ ვარიანტის გავრცელებისთანავე დაიწყო. თუმცა მაშინვე ისიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ მართალია “ომიკრონი” ნაკლებად ძლიერი და ვერაგია, სამაგიეროდ ის უფრო სწრაფად ვრცელდება.

ომიკრონის“, როგორც კორონავირუსის საბოლოო ვარიანტის დასაშვებობაზე საუბრობს ეპიდემიოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც, თუმცა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატუსში იმასაც აღნიშნავს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, “ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ!”

ომიკრონის ვარიანტი შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, ხშირად ისმის მსგავსი შეფასება საქართველოშიც და საერთაშორისო მედიაშიც, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ!”- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

აქვე შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით ამ ეტაპზე საქართველოში “ომიკორნის” შტამი 600 მოქალაქეს დაუდასტურდა, თუმცა რამდენიმე ათეული ნიმუშის კვლევა გრძელდება და არ არის გამორიცხული, ეს რიცხვი სწრაფად გაიზარდოს.

ამიტომ, ექიმები მოსახლეობას კვლავ აქტიური ვაქცინაციისკენ და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიდი არეულობა “ნაციონალურ მოძრაობაში” ვინ მოიპოვებს მართვის სადავეებს – პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ გაიმართება
Next post ტოჩინოშინმა იანვრის ბაშო გამარჯვებით დაიწყო