ომბუდსმენმა 2017 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ანგარიში პარლამენტს წარუდგინა

Read Time:1 Minute, 6 Second

347 გვერდიან დოკუმენტში მიმოხილულია სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა. სახალხო დამცველი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს 2017 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით წინსვლა არ ყოფილა. საანგარიშო პერიოდში აქტუალური რჩებოდა წლების განმავლობაში არსებული გამოწვევები.

ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად სექსუალური შევიწროება გამოვლინდა, თუმცა, ამ საკითხზე სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა მაღალი არ ყოფილა.

“ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა 150 186-ია, რომელთაგან 43 169 – 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვია. 2017 წელს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო
სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო იქნა გამოყვანილი.

2017 წელს განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებები, სახალხო დამცველის შეფასებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადავადებასთან ერთად, ვერ უზრუნველყოფდა საარჩევნო სამართლისთვის უმნიშვნელოვანესი თანასწორობის პრინციპის რეალიზებას და საარჩევნო ხმების შესაბამის მანდატებში პროპორციულად ასახვას.

წინა წლების მსგავსად, კვლავ ხარვეზიანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიები. ასევე, არ შეცვლილა უკანონო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, მსხვილმასშტაბიანი მიწის სამუშაოების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებები კულტურული მემკვიდრეობის ინტერესის გარეშე მიიღება” – წერია ანგარიშში.

2018 წლის 2 აპრილს ომბუდსენი საზოგადოებას ანგარიშის მთავარ საკითხებს გააცნობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე იმ ქრისტიანებს, ვინც დღეს აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს
Next post რუსი დიპლომატების მეორე ნაკადმა ვაშინგტონი დატოვა