ოლგა სკაბეევა, დიმიტრი მედვედევი, მიხაილ მიშუსტინი, სერგეი სოლოვიოვი – გაერთიანებულმა სამეფომ სანქცირებულთა სია გააფართოვა

Read Time:47 Second

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გააფართოვა. სანქციები 350-ზე მეტ რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ახალი სანქციები რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მედვედევსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინსაც შეეხება.

გარდა აღნიშნული პირებისა, სანქციები შეეხო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს მარია ზახაროვას, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტს ოლგა სკაბეევას, სერგეი სოლოვიოვს, რომან ბაბაიანს, არკადი მამენტოვს და ზახარ პრილეპინს.

ამასთან, ოფიციალური ლონდონი ბიზნესმენ მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის აქტივებს ყინავს. მათ დიდ ბრიტანეთში შესვლა ეკრძალებათ.

სიაში ასევე მოხვდნენ კრემლის ლიდერის პრესმდივნის ოჯახის წევრები.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესეს.

უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის გამო რუსეთის ბაზარი დატოვეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა როგორიც არის ეფლი, ვიზა, მასტერქარდი, კოკა-კოლა, მაკდონალდსი და სხვები…

15 მარტის მდგომარეობით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის შემდეგ ყველაზე სანქცირებულ ქვეყნად ითვლება. რუსეთის ანგარიშზეა სულ მცირე 6000 სანქცია. ექსპერტები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი გარდაუვალი დეფოლტის წინაშე დგას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ატომურ ელექტროსადგურზე რაკეტის მოხვედრამ შეიძლება, რადიაციის გაჟონვა გამოიწვიოს – „ენერგოატომი“
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი – მრავალი წელია, გვესმის ნატო-ს ღია კარის შესახებ, მაგრამ ისიც გავიგეთ, რომ ამ კარში ვერ შევდივართ