ოკუპირებულ აფხაზეთში ბრაკონიერებმა უნიკალური სახეობის ლეოპარდი მოკლეს

Read Time:21 Second

ოკუპირებულ აფხაზეთში ბრაკონიერებმა წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური სახეობის ლეოპარდი მოკლეს. ამის შესახებ რუსეთის ველური ბუნების საერთაშორისო ფონდი (WWF) იტყობინება. ინციდენტი გულრიფშის რაიონში აჟარის დასახლების სიახლოვეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლეოპარდი კილი, რომელიც ნაკრძალში 2016 წელს სპეციალური პროგრამის ფარგლებში გაუშვეს, ბრაკონიერების ხაფანგში გაება. ის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, მკვდარი ეგონათ და ხაფანგიდან მის გამოხსნას შეეცადნენ, რა დროსაც ცხოველმა თავის დაცვა სცადა. ამის შემდეგ ის მონადირეებმა მოკლეს და გაატყავეს, ლეში კი ადგილზე დატოვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა პროგრამას აფართოებს
Next post ავღანეთიდან დაბრუნებულმა ქართველმა მამამ შვილს სიურპრიზი მოუწყო. ვიდეო