ოთარ შამუგია: კახეთში მოსავლის დაახლოებით 80% უკვე გადამუშავებულია, 222 ათასი ტონა ყურძენი არის მიღებული

Read Time:1 Minute, 3 Second

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კახეთში მიმდინარე რთველთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მოსავლის დაახლოებით 80% უკვე გადამუშავებულია.

„მინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო კახეთში მიმდინარე რველთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახეთში მოსავლის დაახლოებით 80% უკვე არის გადამუშავებული. 222 ათასი ტონა ყურძენი არის მიღებული, აქედან 127 ათასი ტონამდე რქაწითელი და დაახლოებით 82 ათას ტონამდე საფერავი. პროცესი ძალიან ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. ამ რაოდენობის ყურძნის მიღებით და გადამუშავებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 230 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს ჩვენმა მევენახეებმა, ეს პროცესი გრძელდება“, – განაცხადა შამუგიამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ალექსანდროულის და მუნჯურეთულის ჯიშის ყურძენზე გაიცემა სუბსიდია, თუმცა კონკრეტული პირობით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად ჩააბაროს ყურძენი. არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს და ასევე მიიღოს შესაბამისი შემოსავალი. აქედან გამომდინარე, დღეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ალექსანდროულის და მუნჯურეთულის ჯიშის ყურძენზე გაიცემა სუბსიდია შემდეგი პირობებით- ყველა საწარმო, რომელიც მიიღებს მევენახისგან, არანაკლებ 3 ტონა აღნიშნული ჯიშის ყურძენს და გადაიხდის არანაკლებ 7 ლარს, სახელმწიფოსგან მიიღებს სუბსიდიის სახით 4 ლარის ოდენობით თანხას. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა მევენახემ შეძლოს დააბინაოს მოსავალი, მიიღოს შემოსავალი და ასევე, მეტი სტიმული მივცეთ კერძო სექტორს, კერძო საწარმოებს იმისთვის, რომ ფაქტობრივად სრულად შეიძინონ მოწეული მოსავალი და სახელმწიფო საწარმოს მინიმალურად მოუწიოს ამ პროცესში ჩარევა“, – განაცხადა შამუგიამ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება
Next post ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა სამხედრო გაწვევის დე ფაქტო განკარგულებას ხელი მოაწერა