ოთარ შამუგია – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამაში

Read Time:34 Second

არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამაში, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

„დასაქმების პროგრამაში დაახლოებით ოთხი ათასამდე პოზიცია შეირჩა. ადამიანები დასაქმებული გვყავს როგორც სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოებში, ასევე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში, შესაბამისი შტაბის საქმიანობაში. დღესაც ღია ვართ, რომ ჩავრთოთ დაინტერესებული ადამიანები და მივცეთ მათ დასაქმების საშუალება. მინდა, გითხრათ, რომ გვაქვს შემთხვევები, რომ ადამიანებმა, რომლებიც დასაქმების პროგრამის ფარგლებში ავიყვანეთ, შემდგომში გამოავლინეს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია და ზოგიერთი მათგანი დღეს უკვე ძირითად შტატშია. ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ მეტი გამოცდილება, მეტი ცოდნა და შემდგომში უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმდნენ“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: რუსეთმა რომ თქვას – კარგია ბრეივიკი რომ ციხეში ზისო, უნდა გაათავისუფლონ ამის გამო? – ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რას იტყვიან რუსეთის ხელისუფლებაში
Next post “მიწა სრიალებს ჩვენს ფეხქვეშ” – თურქი ჟურნალისტი, რომელიც იმ ადგლიდან ერთვებოდა, სადაც ცოტახნის წინ ძლიერი მიწისვრა მოხდა პირდაპირ ეთერში ატირდა