მამუკა მდინარაძე: რუსეთმა რომ თქვას – კარგია ბრეივიკი რომ ციხეში ზისო, უნდა გაათავისუფლონ ამის გამო? – ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რას იტყვიან რუსეთის ხელისუფლებაში

Read Time:46 Second

ასეთი განცხადებები მხოლოდ თქვენ გაძლევთ ხელს. ერთადერთი ვინც ასეთი განცხადებებით სარგებლობს, ეს არის თქვენი ტელევიზიები და „ნაცმოძრაობა“. რუსეთმა რომ თქვას ბრეივიკი კარგია რომ ზის ციხეშიო, უნდა გაათავისუფლონ? ზახაროვა რომ გამოვიდეს და თქვას ბრეივიკი რომ ციხეში ზის ძალიან კარგიაო, უნდა უთხრათ იმ ქვეყანას უხერხულობას ხომ არ გიქმნითო და გაუშვით სასწრაფოდო?, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას – „რუსული მხარე ამბობს, რომ მათ ინტერესებშია სააკაშვილის ციხეში ყოფნა, ეს უხერხულობას არ გიქმნით?“

„ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რას იტყვიან რუსეთის ხელისუფლებაში. ამაზე კონცენტრირდებით თქვენ და თქვენ იყენებთ ამას. დღეს, ასეთი დიდი გამოწვევების დროს ტყუილების დრო აღარ არის. ადამიანი, რომელიც იყო წამების და მკვლელობის რეჟიმის შემქმნელი, დღეს რომ ზის ციხეში მაგალითად გელაშვილის უსასტიკესი ცემის გამო, იმისთვის, რომ სისტემური დანაშაულის თავში იდგა გირგვლიანის საქმეზე, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა და 9 მილიონი რომ გაფლანგა მასაჟებში და ვნებებში, ამისთვის რომ სასჯელს იხდის და რახან ზახაროვამ თქვა კარგია რომ ციხეშიაო, ამიტომ უნდა გავუშვათ?“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი მარგველაშვილი „ოცნებაზე“: მსოფლიოს ყველაზე დიდ სამხედრო ბლოკს ისე გადაუვლიან ხოლმე, რომ ამათზე მამაცი არავინ მეგულება
Next post ოთარ შამუგია – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამაში