ოთარ კახიძე სააკაშვილის შტაბზე: არსად მისვლა პრობლემა არ არის, ამაში შემაშფოთებელი არაფერია  

Read Time:55 Second

„არსად მისვლა პრობლემა არ არის… არ გამოვრიცხავ, რომ სხვა პარტიების ოფისშიც სხვა საკითხებზე ჩვენ მივიდეთ. მისვლა და საკითხებზე საუბარი. ამაში შემაშფოთებელი არაფერია. მთავარია ხელისუფლების წინააღმდეგ ეს კოორდინაცია გაგრძელდეს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარი შტაბის შესახებ დასმული კითხვის პასუხად გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

„რაც შეეხება ოპოზიციურ ერთობას, მინდა ხაზი გავუსვა: ოპოზიციური ერთობა არ არის საპროგრამო საკითხებზე გაერთიანებული პარტიები. ეს არის თამაშის წესების ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები. ჩვენ ყველას გვინდა ნორმალური საარჩევნო სისტემა. ეს გვაერთიანებს. თუ ივანიშვილი არ გადადგამს ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

მაგალითად „გირჩში“ არსებობს შეხვედრების ცალკე ფორმატი, რომელიც მსჯელობს მართლმსაჯულების საკითხებზე, როგორი უნდა იყოს პროკურატურა, პოლიცია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ. არ ვიცი რაზე იქნება საუბარი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში და რა ნაბიჯებს გადადგამს სააკაშვილი. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ფორმატს საარჩევნო საკითხზე და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას ამ თემაზე, ეს ფორმატი კვლავ ძალაშია და გრძელდება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში.

არსად მისვლა პრობლემა არ არის… არ გამოვრიცხავ, რომ სხვა პარტიების ოფისშიც სხვა საკითხებზე ჩვენ მივიდეთ. მისვლა და საკითხებზე საუბარი. ამაში შემაშფოთებელი არაფერია. მთავარია ხელისუფლების წინააღმდეგ ეს კოორდინაცია გაგრძელდეს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე პირად შტაბს ხსნის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციამ პასუხისმგებლობასთან ერთად სერიოზულობაც დაკარგა და სახიფათო თამაშს აგრძელებს
Next post “მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი” – მარიკო სადრაძე