“მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი” – მარიკო სადრაძე

Read Time:52 Second

ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე, შვილის გარდაცვალების შემდეგ პირველად, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“გამარჯობა, მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის! მაპატიეთ, რომ არაფერი გამოგვივიდა. დავმარცხდით ამ ბრძოლაში მე და ანიტა. იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი მასაც არ უნდოდა წასვლა. ბოლო წუთამდე მეუბნებოდა, რომ ვუყვარვარ და ჩემთან უნდა. მე ვგრძნობ, რომ ანიტა აქ არის. მუდმივად ჩემ გვერდითაა. ჩემზე წერთ ძლიერიაო, მაგრამ დამიჯერეთ ეს ძალა თქვენ მაპოვნინეთ. თქვენ დამაჯერეთ, რომ ჩემი გოგო განსაკუთრებულია და მეც ვალდებული ვარ ვიყო ღირსეული დედა მისთვის, ვიყო ისეთი, როგორსაც ჩვენი ანიტა იმსახურებს. მინდა მისი დაწყებული კეთილი საქმეები გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ. ის ძალიან კეთილია. არ უნდოდა სხვა ბავშვის გული, არ წაიღო ჩემმა კეთილმა ადამიანმა. დედამისი ნატრობდა მის გადასარჩენად სხვის გულს, მაგრამ ანიტამ არ გააკეთა ეს. თავისი ნამცეცა გული აირჩია და ისე წავიდა. მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს… სიკეთეები მისი სახელით არ დასრულდეს, და ღმერთს ვთხოვ მომცეს ამის ძალა. არ შეიძლება ასე ხშირად ირღვეოდეს ბუნების კანონზომიერება, არ უნდა დავუშვათ, რომ დედები აცილებდნენ შვილებს და არა პირიქით… მიყვარხართ ანიტელებო და თქვენ მაძლიერებთ…”, – წერს სადრაძე.

 

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოთარ კახიძე სააკაშვილის შტაბზე: არსად მისვლა პრობლემა არ არის, ამაში შემაშფოთებელი არაფერია  
Next post 10-11 თებერვალს საქართველოში ძლიერი ყინვა, 12 თებერვალს კი ნალექი და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი