ოთარ დანელია – შემაშფოთებელია, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი ფაროსანასთან ბრძოლისთვის შექმნილ კომისიის სხდომას დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტოვებს

Read Time:1 Minute, 26 Second

“შემაშფოთებელია, როცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტოვებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომას და რეგიონში ჩასული არ მინახავს,” – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის, თუმცა მიიჩნევს, რომ სამთავრობო კომისიას პრემიერ-მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოს.

„მოგეხსენებათ, მთავრობის ინიციატივით შეიქმნა უწყებათშორისო კომისია, რომელიც ფაროსანასთან ბრძოლის მთელ რიგ ღონისძიებებს შეიცავს. მე მინდა ლევან დავითაშვილს, რომელიც ხელძღვანელობს კომისიას დიდი მადლობა გადავუხადო მის გუნდთან ერთად გაწეული სამუშაოსთვის და ძალიან კარგად მომზადებული გეგმისთვის. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მე მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული ის პრობლემა, რომელიც მიმდინარე წელს გვქნება. მე შეგახსენებთ გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას პრაქტიკულად გადაუარა აზიურმა ფაროსანამ, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი ბოლომდე არც კი ესწრება ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ის ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, რომ გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას. ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არ არსებობს. ეს პრობლემა არაფრით არ ჩამოუვარდება იმ პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და ვფიქრობთ, რომ იგივე დოზით, მთავრობის კონსოლიდაცია იგივე ფორმით არის საჭირო და სჭირდება უმაღლესი სტატუსი ამ ღონისძიებების ეფექტურად გატარებას“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

პლენარულ სხდომაზე ოთარ დანელიამ, ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მარტვილში მწიფდება პოლიტიკური კრიზისი და ამ პროცესების ესკალაციას „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი ხელს უწყობს.

„ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ გვქონდა საუბარი. მწიფდება პოლიტიკური კრიზისი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბატონო ირაკლი, მინდა თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, რომ ჩაერიოთ სიტუაციის გარკვევაში. ვინაიდან, ფაქტია, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ხელს უწყობს ამ პრობლემის ერთგვარად ესკალაციას“, – მიმართა ოთარ დანელიამ ირაკლი კობახიძეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბრისტოლში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა
Next post ბახტაძე: თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება დღგ-სგან გათავისუფლდება