ნურც სალომე ზურაბიშვილის იმედი გექნებათ – თავისი არჩევნებისთვის ვერ მოაგროვა მხარდამჭერები და თქვენ როგორ მოგიგროვებთ – დიმიტრი ხუნდაძე

Read Time:1 Minute, 21 Second

“სულ რამდენიმე დღე დარჩა და ზეიმსაც და ხალხსაც ჩვენ გაჩვენებთ ისევე, როგორც გაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომის, რევოლუციისა და ცალ ფეხზე დგომის გარეშე, ღირსეულად, ამაყად და არა მორჩილებით”, – ასე მიმართა რადიკალურ ოპოზიციას “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ხუნდაძის თქმით, ამ გამარჯვების მითვისება არავის გამოუვიდა.

“თქვენი ევროპელობის სურვილიც ყალბი რომ იყო, თავადვე ამხილეთ საკუთარი გუნდის წევრები, რომ მათ სტატუსის მინიჭება არ სურდათ და ხელისშესაშლელად დადიოდნენ ევროპაში, მაგრამ საბედნიეროდ არ გამოუვიდათ და ქვეყანა რამდენიმე დღეში იზეიმებს ამ წინსვლას.

ეს ზეიმიც გინდოდათ მიგეთვისებინათ, მაგრამ ხელში შეგრჩათ დიდი დროშა და ცოტა ხალხი.

ნურც პრეზიდენტის იმედი გექნებათ. მან თავისი არჩევნებისთვის ვერ მოაგროვა მხარდამჭერები და თქვენ როგორ მოგიგროვებთ? სულ რამდენიმე დღე დარჩა და ზეიმსაც და ხალხსაც ჩვენ გაჩვენებთ ისევე, როგორც გაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომის, რევოლუციისა და ცალ ფეხზე დგომის გარეშე, ღირსეულად, ამაყად და არა მორჩილებით.

ხომ ნახეთ, რომ თურმე არც მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და არც კვდება. მოფერიანდა და არჩევნებისთვის ემზადება. თუმცა, მარტო ის არ ემზადება. გულწასულ და სულწასულ ოპოზიციას არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ამზადებენ რევოლუციამიუღწეველი ლობისტები. შემდგომისთვის იმიტომ, რომ არჩევნებში მათგან არაფერი გამოვა.

NDI-მაც შეაშველა თავისი კვლევა, თითქოს 62% ამომრჩევლებისა გადაუწყვეტელია და ამით ქვეყანაში სურთ მე-3 ძალის მოთხოვნის ცრუ განწყობა შექმნან. მაგრამ NDI ისევე ასცდება არჩევნების რეალურ შედეგებს, როგორც ის ასცდა წინა 8 შემთხვევაში, თუმცა, “ქართული ოცნების” უპირატესობა მაინც ვერ დამალა, რადგან სიცრუე მაინც მჟღავნდება და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ასე მძიმეა ტყუილის ავტორობა, ასე მძიმეა ცალ ფეხზე დგომა, ასე მძიმეა აგენტობა და მონური ფსიქოლოგია და ასე უპერსპექტივოა ორმაგი სტანდარტების თამაში.

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და იდექით ცალ ფეხზე, თქვენ მაინც მოგწონთ ეგ მდგომარეობა. ქვეყანა კი განაგრძობს წინსვლას”, – განაცხადა ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსურს გულწრფელად მივულოცო მათ… 15 დეკემბრის მოსალოდნელი გამარჯვება უდავოდ გახლავთ საქართველოს თავდადებულ საჯარო მოხელეთა და დიპლომატთა არაერთი თაობის ნაღვაწი – კვირიკაშვილი
Next post NDI-ს გაყალბებულმა კვლევის შედეგებმაც აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ლიდერობს, ის კი, რომ 61% თითქოს გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ცოტა საეჭვოდ მიმაჩნია – ეკა სეფაშვილი