ნუკრი შოშიაშვილი: როდესაც შენ ამართლებ უბრალო ტურისტზე იერიშის მიტანას, მაშინ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ საზოგადოებას როგორღა ვაშენებთ?

Read Time:1 Minute, 51 Second

„ხალხის ძალის“ წევრი ნუკრი შოშიაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ბათუმის პორტში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც „არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსეთიდან ჩამოსულ ხალხს, ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში“.

შოშიაშვილის თქმით, პირველ რიგში ისაა გასაკვირი, რომ ელჩი  ნაცების აქციას უწოდებს ქართველი ხალხის აქციას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ აქციას ლეგიტიმაციას აძლევს.

მისივე თქმით, კრუიზში სამხედრო დამნაშავეები, ტერორისტები, დასანქცირებული პოლიტიკოსები რომ ყოფილიყვნენ, გასაგები იქნებოდა ასეთი პოზიციები, მაგრამ იქ იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც დასვენება უნდოდათ.

„ამერიკელი ელჩები, სხვადასხვა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები და ოფიციალური წარმომადგენლები წლებია გველაპარაკებიან ადამიანის უფლებებზე, მშვიდობის შექმნაზე, ეთნო ნაციონალისტური და ქსენოფობიური განწყობებისა და აზრების მიუღებლობასა და მავნებლობაზე. არაერთ ლექციაზე ვყოფილვარ, სადაც ოფიციალურ ამერიკის წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ მტრობის მიუხედავად, იმ ამბების მიუხედავად, რაც მოხდა 90-იანებში (იგულისხმებოდა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) თქვენ უნდა შეძლოთ წყენის გადალახვა და ახალი ურთიერთობების დაწყება, სადაც მნიშვნელობა არ ექნება თქვენს ეთნიკურ იდენტობას, არამედ ურთიერთობა იქნება ადამიანის უფლებებზე დამყარებული.  ასე გვასწავლიდნენ ჭკუას 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ახლა როდესაც ქართულმა საზოგადოებამ გადალახა ის ქსენოფობიური, ეთნონაციონალისტური მიდრეკილებები, რასაც სამწუხაროდ, 90-იანებში ჰქონდა ადგილი, ახლა იმის ნაცვლად, რომ წინ წავიდეთ, გვაბრუნებენ ისევ ამ ქსენოფობიურ ჭაობში.

მე ცოტა მიკვირს ელჩის მიერ ასეთი განცხადებები. პირველ რიგში ისაა გასაკვირი, რომ ნაცების აქციას (და მასზე მიჯაჭვული მოძრაობების) უწოდებს ქართველი ხალხის აქციას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ აქციას ლეგიტიმაციას აძლევს. იმ კრუიზში სამხედრო დამნაშავეები, ტერორისტები, დასანქცირებული პოლიტიკოსები რომ ყოფილიყვნენ, გასაგები იქნებოდა ასეთი პოზიციები, მაგრამ იქ იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც დასვენება უნდოდათ. როდესაც ამართლებ უბრალო ტურისტზე იერიშის მიტანას, მაშინ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ საზოგადოებას როგორღა ვაშენებთ?

ეს არის პერიოდი, როდესაც ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ლეგიტიმაციას აძლევს ისეთ რადიკალ ნაციონალისტურ განწყობებს, რომელიც ტურისტებს დასდევს მათი ეთნიკური ნიშნით. ასეთი საზოგადოება და ასეთი პოლიტიკური ცხოვრებაა დასავლური ღირებულებები? მგონი, რომ არა.

ამიტომ, პირველი, რასაც დიდი სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, არის ის, რომ იმას, რასაც ქადაგებს და რასაც იცავს, პირველი დამცველი და მაგალითი სწორედ ის იყოს. როდესაც ასე არ არის, იწყება ამ ყველა იდეალის შელახვა. დღეს უკვე სასაცილოდ არ ყოფნით ადამიანის უფლებები, რადგან ხალხმა იცის, რომ პირველი დამრღვევები ადამიანის უფლებების სწორედ ის ხალხია, ვინც გაცხადებულად ამბობს რომ უფლებების დამცველია.

ეს კი ქმნის იმ კრიზისს, რაშიც ჩავარდა გლობალური ლიბერალიზმი, როდესაც ცინიზმმა გადააჭარბა ყოველგვარ საზღვარს, ხალხმა დაკარგა ყველანაირი რწმენა ლიბერალური ღირებულებებისადმი. ეს კრიზისი საბოლოოდ მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე.“- წერს ნუკრი შოშიაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს სააკაშვილის ხელისუფლების კიდევ ერთი მსხვერპლის, კობა დავითაშვილის დაბადების დღეა
Next post ლევან ხაბეიშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მთავარი არქიტექტორი სოხუმში, ყველაზე დიდი აეროპორტის და სოხუმი იქნება ყველაზე განვითარებადი ქალაქი ევროპაში