ლევან ხაბეიშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მთავარი არქიტექტორი სოხუმში, ყველაზე დიდი აეროპორტის და სოხუმი იქნება ყველაზე განვითარებადი ქალაქი ევროპაში

Read Time:1 Minute, 53 Second

„ყველამ კარგად იცის პრეზიდენტ სააკაშვილის ძალიან დიდი იდეა – ლაზიკა. ლაზიკა იქნება საქართველოში მეორე ქალაქი დედაქალაქის შემდეგ. ქალაქი, სადაც 30 მლრდ ეკონომიკა იქნება, სადაც ათი ათასობით სამუშაო ადგილები შეიქმნება, რომელიც უზრუნველყოფს სამეგრელოში დოვლათის შექმნას, რათა ჩვენმა ხალხმა იცხოვროს ღირსეულად.“ – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

“პირველ რიგში მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო იმ 23 ადამიანს, რომლებიც გუშინ აპროტესტებდნენ პუტინს, აპროტესტებდნენ  ოკუპაციას და ჩვენმა რუსულმა მთავრობამ ისინი დაატყვევა. მე მინდა გავამხნევო თითოეული მათგანი და ასევე მოვიკითხო ყველა ქალაქში, ბათუმში, ქუთაისში, დედაქალაქში, ყველა ის ადამიანი ვინც დღეს შეკრებილია და აპროტესტებს “რუსკი კარაბლს” და იმ კრუიზს, რომელსაც თავს გვახვევს პუტინის კარის ოლიგარქი ბიძიან ივანიშვილი. ვინ თუ არა სამეგრელომ ძალიან კარგად იცის ოკუპაციის ფასი, ვინ თუ არა თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ ანწუხელიძის მკვლელებს, ანწუხელიძის მწამებლებს საქართველოში ია-ვარდით არავინ არ დახვდება და ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ თავისუფალი არ იქნება ჩვენი აფხაზეთი, ჩვენი სამაჩაბლო, სანამ არ ვიქნებით საბოლოო ჯამში ერთიანები.  ყველამ კარგად იცის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ძალიან დიდი იდეა და ამ იდეას აქვს სახელი – ლაზიკა.

ჩვენ არ ვისაუბრებთ წარსულში, ჩვენ გეტყვით რას გავაკეთებთ მომავალში აქ, ლაზიკაში. ლაზიკა იქნება საქართველოში მეორე ქალაქი დედაქალაქის შემდეგ, ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც 30 მლრდ ეკონომიკა იქნება, ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც ათი ათასობით სამუშაო ადგილები შეიქმნება და ლაზიკა იქნება ქალაქი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სამეგრელოში არცერთი ოჯახი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის გარეშე არ დარჩეს, შეიქმნას დოვლათი და ჩვენმა ხალხმა იცხოვროს ღირსეულად და რა არის ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ოცნება, რომ საქართველოდან გაიქცნენ ჩვენი მოქალაქეები და ასეთი არის 250 ათასი, რომელიც 2012 წლის შემდეგ გავიდა ქვეყნიდან და უკან აღარ დაბრუნდა. აღარ ვლაპარაკობ იმ ასი ათასობით ემიგრანტზე, რომლებიც მიდიან, შემდეგ რამდენიმე თვე ჩამოდიან და ისევ მიდიან სამუშაოდ. მეგობრები, საუბარია ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, დედაქალაქის მესამედი რომ დაიცალოს და წავიდეს ამ ქვეყნიდან, ამდენი ადამიანია გაქცეული ამ ქვეყნიდან და რატომ? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა შექმნა მაფია, სისტემა, სადაც მხოლოდ მისი გარემოცვა ჭამს, ძარცვავს ამ ქვეყანას, წურბელასავით აზის და დანარჩენებს გვეუბნება ან შეეგუეთ ან მონები იყავით ან გაიქეცით. აქედან ვუთხრათ, რომ არ შევეგუებით არ გავიქცევით და საბოლოო ჯამში დავამარცხებთ რუსულ პარტიას. მთავარი დაპირება, რაც მინდა რომ გითხრათ – ყველაფერს გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მთავარი არქიტექტორი სოხუმში, ყველაზე დიდი აეროპორტის და სოხუმი იქნება ყველაზე განვითარებადი ქალაქი ევროპაში და ამას ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ. მაქვს პატივი თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ ხმა გავაგონოთ პრეზიდენტ სააკაშვილის – თავისუფლება მიშას.“ -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნუკრი შოშიაშვილი: როდესაც შენ ამართლებ უბრალო ტურისტზე იერიშის მიტანას, მაშინ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ საზოგადოებას როგორღა ვაშენებთ?
Next post დაჩი ცაგურია: როინ შავაძე არაადამიანურად დახვრიტეს