ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა

Read Time:23 Second

ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) ქალ მოჭადრაკეთა შორის, – ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

„ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის! აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფედერაციის ინფორმაციით, სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ პირველობა გაინაწილა 50+ მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა შორის. მათივე ცნობით, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სენიორ (+50) მოჭადრაკეთა შორის ზურაბ სტურუამაც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: საკუთარ ამომრჩეველს ცხელ შემოდგომას დაჰპირდნენ, თუმცა მიიღეს ნული
Next post მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარედგინა – ბრიფინგი პროკურატურაში