ნინო წილოსანი: ჩვენი აგროპოლიტიკა მიმართულია იქით, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი და არ ვიყოთ ბევრი აგროპროდუქტის იმპორტზე დამოკიდებული

Read Time:42 Second

ჩვენი აგროპოლიტიკა მიმართულია იქით, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი და არ ვიყოთ ბევრი აგროპროდუქტის იმპორტზე დამოკიდებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, პირველადი გამოყენების პროდუქტები ძალიან მტკივნეული თემაა.

„თუნდაც ამ საომარ მოცემულობასთან, პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს სასურსათო უსაფრთხოება, რაც ქვეყნის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის ზრდას უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის პროდუქტების კუთხით. ვიცით, რომ პირველადი გამოყენების პროდუქტები ძალიან მტკივნეული თემაა, ამიტომ მთლიანად ჩვენი აგროპოლიტიკა მიმართული იქით, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი და არ ვიყოთ ბევრი აგროპროდუქტის იმპორტზე დამოკიდებული. ეს ის სექტორია, რომელიც შეგვიძლია საერთოდ არ შევადაროთ წინა ხელისუფლების პერიოდს, რადგან მაშინ იყო განადგურებული და ნულიდან დავიწყეთ მისი მშენებლობა. ეს არავისთვისაა ახალი. წინა ხელისუფლებამ გაანადგურა ფაქტობრივად სექტორი თავისი დერეგულაციის პრინციპებით. ჩვენი კომიტეტის ფარგლებში ვაკეთებთ ანალიზს სექტორის, სადაც წინა პერიოდებსაც მიმოვიხილავთ და ძალიან კარგად გამოჩნდება ის რეალობა, ცვლილებები და გავლილი გზა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს გავაკეთეთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე: მათ არ მიესვლებათ ხალხთან და რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებას ცდილობენ ჩვენი ქვეყნის გარეთ
Next post 3 წლის სესილი დადვანს საზოგადოების დახმარება სჭირდება