ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე: მათ არ მიესვლებათ ხალხთან და რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებას ცდილობენ ჩვენი ქვეყნის გარეთ

Read Time:26 Second

ამ რადიკალურ ჯგუფებს საარჩევნო კამპანიის პროცესი გადატანილი აქვთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ – მათ არა აქვს სივრცე ჩვენს საზოგადოებასთან სალაპარაკოდ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„მათ არ მიესვლებათ ხალხთან და რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებას ცდილობენ ჩვენი ქვეყნის გარეთ – იქიდან ცდილობენ კონკრეტული თემებით სპეკულირებას. რაც შეეხება ფრენებს, 2019 წლამდე ხორციელდებოდა პირდაპირი ფრენები რუსეთში. ეს ფრენები აღადგინა სწორედ იმ ხელისუფლებამ 2010 წელს, რომელიც დღეს ცდილობს პროდასავლურობის მანტიით შეიმოსოს თავი. ეს გააკეთეს 2008 წლის ომიდან 2 წელში – მათ ცალმხრივად მოხსნეს სავიზო რეჟიმი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტთან კარვის გაშლის დროს ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს
Next post ნინო წილოსანი: ჩვენი აგროპოლიტიკა მიმართულია იქით, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი და არ ვიყოთ ბევრი აგროპროდუქტის იმპორტზე დამოკიდებული