ნინო წილოსანი: ვისურვებდი, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოების განცხადებები დაწყებულიყო იმ მნიშვნელოვანი ფაქტების აღნიშვნით, რაც ჩვენი მხრიდან რეფორმების განხორციელებას ეხება

Read Time:23 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი გენერალური პროკურორის არჩევის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოების განცხადებებს გამოეხმაურა.

„ვისურვებდი, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოების განცხადებები დაწყებულიყო იმ მნიშვნელოვანი ფაქტების აღნიშვნით, რაც ჩვენი მხრიდან რეფორმების განხორციელებას ეხება. რაც შეეხება კრიტიკას გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ობიექტური და ლეგიტიმური არგუმენტაცია გვქონდა ამ პუნქტის არშესრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა წილოსანმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ და აშშ-ის საელჩომ გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტის არშესრულების გამო „ქართული ოცნება“ გააკრიტიკეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის მერია დღეს საცხოვრებელ ფართებს 1 ლარად კიდევ 55 ოჯახს გადასცემს
Next post გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს