გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

Read Time:35 Second

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატი თაყაიშვილის, ფალიაშვილისა და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივებს ქალაქის სწორი  განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები გააცნო. გარდა ამისა, გიორგი ტყემალაძემ  თბილისში და კერძოდ, ვაკის რაიონში უკვე განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ ისაუბრა და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო.

„მოსახლეობას, ყოველდღიურ რეჟიმში, ვაცნობთ იმ მთავარ პრიორიტეტებს, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გვექნება. ვისმენთ მათ მოსაზრებებს, რადგან ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, თუ რა საჭიროებები აქვს კონკრეტულ უბანსა თუ ქუჩას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მოსახლეობასთან ერთად უნდა დავგეგმოთ ყველა ის პროექტი, რომელიც მომავალში მათ უბანში განხორციელდება, რათა მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო წილოსანი: ვისურვებდი, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოების განცხადებები დაწყებულიყო იმ მნიშვნელოვანი ფაქტების აღნიშვნით, რაც ჩვენი მხრიდან რეფორმების განხორციელებას ეხება
Next post ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის ე.წ. მიუ შტამს ვაკვირდებით, მასზე ჯერ მსოფლიოშიც არ არის ინფორმაცია