ნინო ნადირაძე: მართლა არ მიფიქრია, რომ შეიძლება ადამიანს დააბრალო ის, რაც მას ფიქრადაც არ ჰქონია, იმისთვის რომ შენი რაღაც მიზანი გაამართლო

Read Time:37 Second

სანამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარანტია არ დაიდება, არა მგონია, რომ მას სურვილი ჰქონდეს დაბრუნდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესებას არ ველი, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი ექიმების რეკომენდაციებს კვლავაც არ ემორჩილება.

„ხშირად გვიცხადებს უარს კვლევებზე. საკვების მხრივაც რომ გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებული ცვლილებაა, არაა. ჩემთვის ყველაზე ცუდი გამოცდილება ეს პერიოდი ის იყო, რომ მე ადამიანები ასეთი მატყუარები არ მეგონნენ. კი, მეტ-ნაკლებად ცხოვრებისეული გამოცდილება მქონდა, რომ არ არსებობს წმინდანი ადამიანი, მაგრამ მე ამდენი მატყუარა, ყველაფერზე ხელისმომწერი, ყველაფრის დამბრალებელი, დაუნდობელი ადამიანები თუ არსებობდნენ, არ მეგონა. მართლა არ მიფიქრია, რომ შეიძლება ადამიანს დააბრალო ის, რაც მას ფიქრადაც არ ჰქონია, იმისთვის რომ შენი რაღაც მიზანი გაამართლო“, – განაცხადა ნადირაძემ.

მისი თქმით, ასეთ ადამიანებთან ბრძოლის საუკეთესო ხერხი სიმართლეა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ამილახვარი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თანამედროვე ქართული განათლების მთავარი ფლაგმანი ხდება
Next post ნინო ნადირაძე: ჩვენ მკვლელების იარლიყი დღესაც არ მოგვაშორეს, რადგან ყოველი შემთხვევისთვის, მაინც უნდა გვქონდეს აწებებული