გიორგი ამილახვარი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თანამედროვე ქართული განათლების მთავარი ფლაგმანი ხდება

Read Time:38 Second

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხდება თანამედროვე ქართული განათლების მთავარი ფლაგმანი, რომელიც, ვფიქრობ, შეცვლის არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს განათლების სისტემად, არამედ მთლიანად საქართველოში განათლების ეკოსისტემას, ვინაიდან ის თამასა, რასაც ეს უნივერსიტეტი აწესებს, არის ის გზა, საითკენაც ყველა უნივერსიტეტმა უნდა იაროს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

გიორგი ამილახვარმა ხაზი უნივერსიტეტის უნიკალურობას გაუსვა და აღნიშნა, რომ ფონდმა „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა პროექტის განხორციელებაში უკვე თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი ჩადო.

„ინვესტიცია, რომელსაც „ქართუ“ ჯგუფი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ახორციელებს, 1 მილიარდი ევროს შემადგენლობისაა და დღეს უკვე თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი უკვე დახარჯულია. რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი საქმე ქვეყნისთვის გაკეთებული, ვიდრე ინვესტიციაა განათლებაში, რაც პირდაპირ ნიშნავს ნიჭიერ მომავალ თაობას, ახალი ცოდნის შექმნას, რომელიც მთავარი წინაპირობაა ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და, მათ შორის, ევროპული მომავლის“, – განაცხადა ამილახვარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ცაგარეიშვილი ევროკავშირის პროექტზე: თუ გინდა რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ვინმე ტუღუში მოავლინო ახლა სახალხო დამცველის მრჩევლად, რატომ აკეთებ ამას? კითხვა მიჩნდება
Next post ნინო ნადირაძე: მართლა არ მიფიქრია, რომ შეიძლება ადამიანს დააბრალო ის, რაც მას ფიქრადაც არ ჰქონია, იმისთვის რომ შენი რაღაც მიზანი გაამართლო