ნინო ლომჯარია – სახალხო დამცველის ანგარიშში სიცოცხლის უფლების თავი გაჩნდა, რაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს უკავშირდება

Read Time:35 Second

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიამ განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში სიცოცხლის უფლების თავი გაჩნდა.

როგორც ნინო ლომჯარიამ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, სახალხო დამცველს აქვს რეკომენდაციები, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე პროკურატურის მისამართით.

„წინა ანგარიშისგან განსხვავებით, წლევანდელ ანგარიშში გაჩნდა სიცოცხლის უფლების თავი. ეს გამოიწვია სპეცოპერაციამ, სადაც დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი. ჩვენ იმ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ სიცოცხლის უფლების დარღვევას არ ჰქონია ადგილი, თუ საქმე სრულყოფილად და ეფექტურად იქნება გამოძიებული. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე პროკურატურის მისამართით. აქცენტები კეთდება, რომ უნდა განხორციელდეს ეფექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიება, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი იგივე სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების ან ძალის გადამეტებას. ამ ეტაპზე დასკვნებს ვერ გავაკეთებ, ვიდრე გამოძიების შედეგები არ იქნება ცნობილი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა
Next post გია ვოლსკი – მადლობა კახა კალაძეს, რომ გენგეგმასთან დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პირობები შექმნა