ნინო გიორგობიანი: ორი წლის განმავლობაში პრემიერმა საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყანას ემსახურება

Read Time:2 Minute, 1 Second

დღეს ორი წელი გავიდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტმა დაამტკიცა. ორი წლის განმავლობაში კი პრემიერმა საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყანას ემსახურება, – ამის შესახებ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი Facebook-ზე წერს.

„„დღესაც და ხვალაც მე ყოველთვის, ყველგან ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს“ – პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს განცხადება, რომელიც პრემიერმა ერთ-ერთი ღონისძიების დროს გააკეთა, ყველას კარგად დაგვამახსოვრდა და ვთვლი, რომ მის დამოკიდებულებას ქვეყნისადმი ყველაზე კარგად გამოხატავს.
დღეს ორი წელი გავიდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტმა დაამტკიცა. ორი წლის განმავლობაში კი პრემიერმა საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყანას ემსახურება.
მოკლედ მინდა შეგახსენოთ მხოლოდ სოციალური
პოლიტიკის მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა:
გაზრდილი ხელფასები, პენსიები და სოციალური დახმარებები. ძალოვნებს ჯამში ხელფასი გაეზარდათ 30%-ით, საჯარო მოხელეებს 20%.-ით.
სოციალურად დაუცველ ბავშვებს 200 ლარიანი დახმარება დაენიშნათ – ჯამში 500 მილიონი ლარი გამოიყო.
გაიაფდა მედიკამენტები: თურქეთის ბაზრის გახსნამ წამლები 60-დან 80%- ით გააიაფა, რის შედეგადაც მოსახლეობას 200 მილიონი დაეზოგება.
მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება.
ეს ყველაფერი არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, ზედიზედ ორჯერ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.
2022 წელს ტურიზმიდან რეკორდული შემოსავლები იყო – 3 მილიარდ 517 მილიონი აშშ დოლარი, რაც პანდემიამდელ – 2019 წლის მონაცემს გადააჭარბა.
უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა.
აქტიურ ფაზაშია პროგრამა „განახლებული რეგიონები“ – რომელიც 63-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს, პირველ ეტაპზე იხარჯება დაახლოებით 500 მილიონი ლარი. ხორციელდება უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი – სკოლების და ბაღების, სოფლის გზებისა თუ ავტობანების მშენებლობა.
ისტორიული პროექტების დაწყებაც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის მშენებლობის პროექტი და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება და სამუშაოები წელსვე დაიწყება.

საქართველოში არსებული ეკონომიკური წარმატება, სტაბილურობა და წინსვლა არის ერთ-ერთი მთავრი თემა, რაზეც პრემიერი საერთაშორისო ვიზიტების დროს პარტნიორებთან საუბრობს: აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, აზიასა და არაბულ ქვეყნებში, მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და გაერო-ს გენერალურ ასამბლეის დებატებში. ამავდროულად მაღალი დონის სტუმრებს საქართველოში მასპინძლობს. ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

ბოლოსკენ რომ შევაჯამო, მოკლე რეზიუმე – დღეს ქვეყანაში არის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანა ჩაიბარა მინუსიანი ეკონომიკით, ბიუჯეტის დეფიციტით 9,3%, მშპ 50 მლრდ, ხოლო 2 წლის მუშაობის შედეგად – 2023 წლის ბოლოს მშპ – 80 მლრდ ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8 000 დოლარზე მეტი იქნება, ლარი დასტაბილურდა. 2 წელი ზედიზედ ორნიშნა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდაა.

რთულია ერთ პოსტში ყველაფრის გადმოცემა, ამიტომაც გასულ წელს ამ დღეს დაწერილი პოსტსაც გიზიარებთ“, – წერს ნინო გიორგობიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ბერძენიშვილი: ისეთ რამეს ამბობენ – აბა ომი გინდათ? უნდა გითხრათ, რომ თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს
Next post მიხეილ სააკაშვილი – ერთი თეთრი არ წამიღია საქართველოდან, სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდდით ადვოკატების ხარჯების დასაფარად