ნიკოლოზ ხატიაშვილი Crowdfunding Association of Georgia-ს ბორდის წევრი გახდა

Read Time:35 Second

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი, ნიკოლოზ ხატიაშვილი ახლახან დაფუძნებული ქრაუდფანდინგ-ასოციაციის -Crowdfunding Association of Georgia – ბორდის წევრი გახდა.

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, ასოციაციის მიზანს ქვეყანაში ქრაუდფანდინგ-ეკოსისტემის განვითარება, უცხოელი ინვესტორების დაინტერესება, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა და დარგის სპეციალისტებთან ერთად ინდუსტრიის განვითარება წარმოადგენს.

ასოციაცია სტარტაპების, სოციალური საწარმოებისა და სოციალური პროექტების დაფინანსების მიმართულებით იმუშავებს. ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქრაუდფანდინგის ჯილდოზე, წილზე, სესხსა და დონაციაზე დაფუძნებული მეთოდების განვითარებას.

„ვფიქრობ, საქართველოში ქრაუდფანდინგ-პლატფორმების ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტარტაპების განვითარებას, რადგანაც იგი ახალ შესაძლებლობასა და ალტერნატიული დაფინანსების მოდელს წარმოადგენს. ასოციაცია ეცდება აამაღლოს საზოგადოებაში ქრაუდფანდინგის შესახებ ცნობადობისა და განათლების დონე, რათა მეტი ადამიანისა და ინვესტორის დაინტერესება მოხდეს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინდუსტრიის და, ამასთანავე, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.“ – აღნიშნა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით კაჭარავა: უცნაური არაფერი არაა იმაში, რომ სააკაშვილისთვის ლობისტური კომპანიების დაქირავებას აგრძელებენ – არავინ იცის, შემდეგ ჯერზე რას იტყვის სააკაშვილი და მის დასახსნელად შრომა გააათმაგეს
Next post თეთრი სახლი უარყოფს შვეიცარიულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბაიდენმა პუტინს ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის 20% შესთავაზა