თეთრი სახლი უარყოფს შვეიცარიულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბაიდენმა პუტინს ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის 20% შესთავაზა

Read Time:37 Second

თეთრ სახლში უარყვეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცენტრალური დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის 20% შესთავაზა. ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ი წერს.

გამოცემასთან საუბარში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის მოადგილემ, შონ დევეტმა განცხადა, რომ შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ზუსტი არაა“.

Neue Zürcher Zeitung-ის ინფორმაციით, იანვარში ბერნსმა კიევსა და მოსკოვს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარუდგინა. გამოცმის ცნობით, პროექტის მიხედვით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20% უნდა მიეღო, რაც დაახლოებით დონბასის რეგიონის ფართობის ტოლია. Neue Zürcher Zeitung-ის, რუსეთს მშვიდობის სანაცვლოდ მიწები უნდა მიეღო, უკრაინას კი – მიწების სანაცვლოდ მშვიდობა, თუმცა ორივე მხარემ შეთავაზებას უარით უპასუხა: უკრაინამ ტერიტორიის დაკარგვა არ ისურვა, რუსეთმა კი განაცხადა, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ომში გაიმარჯვებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ ხატიაშვილი Crowdfunding Association of Georgia-ს ბორდის წევრი გახდა
Next post კახა კალაძე: არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი – მიშამ უნდა ჭამოს