ნიკოლოზ შერაზადაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

Read Time:27 Second

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა, ნიკოლოზ შერაზადაშვილმა (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა – ფინალში მან კანადელი ელნაჰასი დაამარცხა.

90 კგ წონით კატეგორიაში თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული ლაშა ბექაური გახდა. ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ახალგაზრდა მიხეილ ჯაფარიძემ, რომელიც უნგრელ სპორტსმენთან დამარცხდა.

გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, მესამე ადგილისთვის კი საბა ინანეშვილი (ორივე  – +100 კგ) იბრძოლებს.

თბილისის გრანდ სლმეზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს მედალი იყო – ტურნირის გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) გახდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „პლაჟზე ვმუშაობდი, კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი. მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვაში…“ – უცნობი ამბავი ილია თოფურიაზე
Next post რას სთავაზობს ნათია ფანჯიკიძე ფეხბურთის ბილეთის გარეშე დარჩენილებს