ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწროს

Read Time:32 Second

პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობდა, თუმცა მზადაა, ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწროს.

„დღეს იყო სუსტად, მაგრამ მითხრა, რომ მზად არის, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე და დაელაპარაკოს ქართველ ხალხს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

კითხვაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობა აძლევს მას საშუალებას, რამდენიმესაათიან პროცესს დაესწროს, – ნიკოლოზ ყიფშიძე აღნიშნავს, რომ ამისთვის მზადაა.

„სუსტადაა, მაგრამ მე თქვენ გეტყვით, რომ მაგისთვის მზადაა“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, დაწესებულებაში მას განუცხადეს, რომ კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„დაწესებულებაში რომ შევედი, ჩემი პირველი კითხვა ეს იყო და მითხრეს, რომ არანაირი კოვიდი აქ არ ყოფილა. ვიკითხე, მართლა არის დირექტორი კოვიდით ავად? მითხრეს – არა“, – დასძინა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გამსახურდია: არ ვიცი, ვინმეს გავარტყი თუ არა, მაგრამ მაგაზე არანაირი დისკომფორტი არ მექნებოდა – კაცი რომ ბავშვების დასახოცად მოხვალ
Next post გიორგი ხელაშვილი: ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მონიტორინგის მოტივით გამართულ აქციაზე მეორე ადამიანი გარდაიცვალა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი მიტინგიც არ შეაჩერა – ეს ჩემთვის ფარისევლობის მწვერვალია