გიორგი გამსახურდია: არ ვიცი, ვინმეს გავარტყი თუ არა, მაგრამ მაგაზე არანაირი დისკომფორტი არ მექნებოდა – კაცი რომ ბავშვების დასახოცად მოხვალ

Read Time:37 Second

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „ნოესთან“ მისი ოჯახის დევნილობის პერიოდი გაიხსენა.

მისი თქმით, მათ დასატყვევებლად კოლხურ კოშკში გარკვეული სამხედრო ფორმირებები მივიდნენ, რა დროსაც იარაღით ბრძოლა მასაც უხდებოდა.

„მახსოვს, „გეკოს“ თოფითა და ჩემი მეგობრის ნაჩუქარი „ტეტეთი“ ვისროდით. ფანჯარაში გვქონდა გაყოფილი და მოწინააღმდეგე მხარეს ვესროდით. ნუ, სხვა გამოსავალი არ იყო. მაშინ დედოფლისწყაროს პოლიცია იდგა ჩვენს დასაცავად.
არ ვიცი, ვინმეს გავარტყი თუ არა, მაგრამ დიდი სიამოვნებით, მაგაზე არანაირი დისკომფორტი არ მექნებოდა. კაცი რომ ბავშვების დასახოცად ამოხვალ, რა ვიცი, ის ჩემთვის ნაძირალაა, სხვა არაფერი!

ჩვენ ვიყავით, დედოფლისწყაროს პოლიციელები, მართლაც გმირი ხალხი, სოსო თორია, მართლაც ღირსეული ადამიანი და ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი და ცხონებული ვაჟა ჯინჭარაული. სხვები დაცვის ბიჭებიდან არც მახსოვს. ამ ბრძოლამ დიდხანს გასტანა და უკან დაიხიეს. თუმცა, შემდეგ მალე მოხდა ჩვენი წასვლა აზერბაიჯანში“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილმა ხიბულაში განხორციელებული პროექტები ზვიადის სახელს დაუკავშირა და თქვა: ჩათვალეთ, ამას ზვიადი გიკეთებთო
Next post ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწროს