0 0
Read Time:53 Second

დღეიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიოს საპარლამენტო კავშირის ყოველწლიურ სესიაში, რომელიც წელს ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში იმართება.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პარლამენტი ამ პლატფორმას ტრადიციულად იყენებს იმ ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან შესახვედრად, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს.

„შესაბამისად, გამონაკლისი არ იქნება არც წლევანდელო ასამბლეა. სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან 15-ზე მეტი შეხვედრა გვექნება. ძირითადად ეს არის ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მათთან ვისაუბრებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებულ მდგომარეობაზე და ზოგადად იმ პროგრესზე, რაც საქართველოს აქვს. შევეცდებით, მათ ჩვენი გამოცდილების გაზიარება შევთავაზოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეფორმების კუთხით. შევეცდებით, მათი მხარდაჭერა მოვიპოვოთ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, როცა საქართველოს საკითხი იქნება განხილული.

საპარლამენტო დიპლომატია ერთი მიმართულებაა. ასევე, არის სამთავრობო ხაზი, თუმცა, საპარლამენტო დიპლომატიით მიღწეულმა წარმატებამ გვაჩვენა, რომ შარშან, როცა ამ ასამბლეაში ვმონაწილეობდით რუანდაში და აფრიკის წევრი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდით, წელს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ამ ქვეყნებიდან ბევრმა საქართველოს მხარი დაუჭირა და წელს ქვეყანას უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა გაერო-ს წევრი ქვეყნებისგან. იმედია, ეს მომავალშიც გაგრძელდება და სწორედ ამიტომ ამ ფორმატს ჩვენთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით“, – აღნიშნა სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები