ნიკოლოზ სამხარაძე: საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო პოლიტიკურ კურსს პრაგმატულად წარმართავს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, საქართველოს საგარეო საქმეთა უწყება საგარეო პოლიტიკურ კურსს პრაგმატულად წარმართავს, რისი დამსახურებაცაა ქვეყნის წარმატებები ამ მიმართულებით, მათ შორის, არაღიარების პოლიტიკის კუთხით. ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
„მხოლოდ მშრალ ფაქტებს მოგახსენებთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ. არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველოს არ ჰქონია უკეთესი პოლიტიკური ურთიერთობები თავის სამხრეთელ მეზობლებთან – თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან და დღეს ჩვენ ეს ურთიერთობები გვაქვს უმაღლეს ნიშნულზე.
რაც შეეხება ბელარუსს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომლითაც მან დაგმო ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მინსკში, ასევე საპარლამენტო გუნდის მხრიდანაც ასეთი განცხადებები გაკეთდა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ იმ საერთაშორისო ფორუმებზე და საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ბელარუსის დელეგაცია იმყოფებოდა კიდეც.
რაც შეეხება ელჩის გამოწვევას, მე მინდა ვკითხო იმ ადამიანებს, ვინც ელჩის გამოწვევას უკიჟინებს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას ისინი იმაზე, რომ ასეთი ნაბიჯის შემდეგ შეიძლება მოხდეს აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენ უკანასკნელი წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან წარმატებული არაღიარების პოლიტიკა და ესეც არის სწორედ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის პრაგმატულად წარმართვის დამსახურება, როგორც ჩვენი დიპლომატების, ასევე ჩვენი საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს და მთლიანად მის გუნდს წარმატებული მუშაობისთვის და იმ რთული სამუშაოსთვის, რომელსაც ისინი აწარმოებენ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს იმიჯის შელახვას ისახავს მიზნად.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...