ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციისგან ისეთ განცხადებებს ვისმენთ, არ მგონია, მერობის ერთიან კანდიდატებზე შეჯერება შეძლონ

Read Time:45 Second

ოპოზიციისგან ისეთ განცხადებებს ვისმენთ, არ მგონია, მერობის ერთიან კანდიდატებზე შეჯერება შეძლონ, სრულიად განსხვავებული პარტიები არიან და მათი ერთობა ხელოვნური იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განცხადა.

მან კომენტარი გააკეთა გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს.

„ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გიორგი ვაშაძეს დავეთანხმებოდი – მერობის საერთო კანდიდატს დააყენებენ თუ „ნაციონალური მოძრაობიდან”, მგონია, ეს დამარცხების ფორმულა იქნება, თუმცა ისედაც არ მგონია, რომ მაინც და მაინც დიდი შანსები ჰქონდეთ გამარჯვების, სხვა სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში. ჩვენი მოქმედების სტრატეგიისთვის არაფერი შეიცვლება, თუმცა ზოგადი გადანაწილებისთვის, რა თქმა უნდა, შეიცვლება.

ოპოზიციისგან ისეთ განცხადებებს ვისმენთ, არ მგონია, ერთიან კანდიდატებზე შეჯერება შეძლონ, რადგან სრულიად განსხვავებული პარტიები არიან და მათი ერთობა ხელოვნური იქნება.

შარლ მიშელის დოკუმენტი „ქართული ოცნების” მხრიდან არ ირღვევა, თუმცა ირღვევა ოპოზიციის მხრიდან. ამას „ნაციონალური მოძრაობა” საერთოდ არ აწერს ხელს და მეორე – „ლელომ” ხმა არ მისცა „საარჩევნო კოდექსს”, რითაც დაარღვია შარლ მიშელის შეთანხმება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი – ჩვენ გავესაუბრეთ გიორგი გახარიას და კირითხუროს კვალიფიკაცია ვერ გვაჩვენა
Next post ნათია მეზვრიშვილი – სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი ზეპარტიულია, ყველა თანაბრად უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ამ ნაწილში პროგრესს მივაღწიოთ