ნიკოლოზ სამხარაძე: მოვუწოდებთ ნატოს, დააჩქაროს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღების პროცესი

Read Time:1 Minute, 19 Second

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, უკრაინაში საკმაოდ სახიფათო მოვლენები მიმდინარეობს, რაც რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებებით არის განპირობებული.

„ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მზარდი დარღვევებით, რასაც ბოლო პერიოდში ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზება დაემატა. ჩვენ გულდასმით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ნათლად ვხედავთ რუსეთის ჩვეულ და სახიფათო ქცევას, რაც კონფლიქტის უკიდურესად დაძაბვასა და ესკალაციაში მდგომარეობს. საქართველოსა და უკრაინას მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის დიდი ისტორია აკავშირებთ და ასევე, საერთო სამომავლო გეგმები აქვთ.
ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ყველაზე კარგი გამოხატულებაა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიზნების ერთობლივი განხორციელება, როგორიცაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. შესაბამისად, მეგობარ უკრაინასა და ჩვენს კოლეგებს რადაში, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვუდასტურებთ სოლიდარობასა და მზაობას, ვიყოთ ერთიანი საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნების ინტერესების დაცვაში რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებების წინააღმდეგ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაცია, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და დამანგრეველი შედეგები ყოველდღიურობად იქცა როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის.

„რუსეთის პოლიტიკა მეზობლების მიმართ საფრთხის შემცველია არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ურთიერთობების გაღრმავებას ნატოსა და უკრაინას შორის და ვემხრობით შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელიც მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტად მიგვაჩნია. ასევე, მოვუწოდებთ ნატოს, დააჩქაროს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღების პროცესი. უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს რუსეთის აგრესიის პირისპირ. შესაბამისად, მოვუწოდებთ საერთაშორუისიო საზოგადოებას, რომ გააგრძელოს უკრაინასა და საქართველოში მშვიდობისა და სუვერენიტეტის ქმედითი მხარდაჭერა, რაც უმნიშვნელოვანესია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო საქმიანობის დაწყების შესახებ
Next post ანრი ოხანაშვილი: 2012 წლამდე ხალხი ნატრობდა ციხეში არ მოხვედრილიყო, ახლა კი იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელთაგან ერთ-ერთი ციხიდან არ გამოდის