ანრი ოხანაშვილი: 2012 წლამდე ხალხი ნატრობდა ციხეში არ მოხვედრილიყო, ახლა კი იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელთაგან ერთ-ერთი ციხიდან არ გამოდის

Read Time:27 Second

2012 წლამდე ხალხი ნატრობდა ციხეში არ მოხვედრილიყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი, იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელთაგან ერთ-ერთი ციხიდან არ გამოდის, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

„მელიას ციხიდან გამოსვლა არ უნდა. ეს არის ფაქტი და ამას ყველა ვხედავთ. სხვა შემთხვევაში, თუ ის პატივს სცემს წესებს, რაც ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ერთი კონკრეტული მოქმედება უნდა განახორციელოს. ჩვენ ყველამ ვნახეთ პროკურატურის განცხადება, რომელიც მზად არის განახორციელოს ქმედება, რის შედეგადაც ნიკანორ მელია პატიმრობაში არ იქნება. ამიტომ სრულად მასზეა დამოკიდებული, დარჩება პატიმრობაში თუ არა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე: მოვუწოდებთ ნატოს, დააჩქაროს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღების პროცესი
Next post ნათია თურნავა: ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და მარტში ექსპორტის 31%-იანი ზრდა ამას ადასტურებს