ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანია მიესალმება პოლიტიკური დებატების საპარლამენტო დარბაზში გადატანას

Read Time:20 Second

განვიხილეთ შიდა პოლიტიკური თემები. ჩვენი გერმანელი კოლეგები მიესალმნენ ევროკავშირის მედიაციით შემდგარ შეხვედრას და პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლას, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიაში ვიზიტის დროს „ქრონიკას“ განუცხადა.

„შეხვედრაზე მყოფი თითოეული დეპუტატის მხრიდან ძალიან ცალსახად იყო ნათქვამი, რომ პოლიტიკური დებატების ადგილი არის საკანონმდებლო ორგანოში და არა ქუჩაში. გერმანია მიესალმება პოლიტიკური დებატების საპარლამენტო დარბაზში გადატანას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ქართული დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში, რასაც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები სჭირდება
Next post ყაზახეთის დედაქალაქსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო