ნიკოლოზ მჭედლიშვილი გახარიაზე: თუკი მმართველი გუნდი ხალხს დაშორდა, იქნებ ახსნას, „როდის დაშორდა“

Read Time:52 Second

ქამელეონი ყველამ იცით, მაგრამ თუ არ გაგიგიათ პოლიტიკური ქამელეონის შესახებ, ან არ გინახავთ ის აქამდე, მაშინ გაგიმართლათ, ის თქვენ ნახეთ წერეთლის გამზირზე თავისივე პარტიის პრეზენტაციაზე, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბევრი კითხვები აქვს საზოგადოებას გახარიას მოღვაწეობის, მისი ახალი გუნდის ზოგიერთი წევრისა და მისი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ.

„გიორგი გახარია, რომელიც „ქართული ოცნების“ ბიზნეს ომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, შსს მინისტრი და პრემიერ მინისტრიც იყო, დღეს ამბობს, რომ გადაგდა პრემიერობიდან იმიტომ, რომ მისი მშობლიური პარტია “დაშორდა ხალხის პრობლემებს”.

სხვა რამ მახსოვდა დღემდე, მეგონა გადადგა იმიტომ, რომ ნიკანორ მელიას დაჭერა საქართველოს დასავლეთთან დაახლოებას ხელს შეუშლიდა. თუმცა ის მაშინ შეცდა. დასავლეთი როგორც არასოდეს, ისე უჭერს მხარს საქართველოს სწორედ ეხლა.

გახარია კი დღეს ამტკიცებდა სრულიად სხვას. თუკი მმართველი გუნდი ხალხს დაშორდა, იქნებ ახსნას, “როდის დაშორდა”, როცა ის ომბუდსმენი იყო, ეკონომიკის მინისტრი და ეკონომიკის აღორძინება ევალებოდა, მისი შსს მინისტრობის დროს, როცა მას კრიმინალთან ბრძოლა ებარა, თუ მან “ოცნება” “ხალხს დააშორა” თავისივე პრემიერობის დროს?

ბევრი კითხვები აქვს საზოგადოებას მისი მოღვაწეობის, მისი ახალი გუნდის ზოგიერთი წევრისა და მისი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. ამ კითხვებს დასვამს საზოგადოება და დავსვამ მეც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის დღეს განსაკუთრებულად მაღალ დონეზეა
Next post ირაკლი ლატარია გახარიაზე: რომელი ერთი თანამდებობა არ ეკავა ბატონ გახარიას? ვინ უშლიდა მერე ხელს, რომ შეეცვალა, ახლა რომ აპირებს ცვლილებებს?