ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

Read Time:27 Second

სააპელაციო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა.

სხდომაზე პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა.

სხდომას არც ნიკოლოზ ბასილაშვილი და არც ნელი დოროყაშვილი არ ესწრებოდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: პირველი მოსმენით მხარი დავუჭირე თავდაცვის კოდექსს, მაგრამ მეორე მოსმენით მხარს არ დავუჭერ
Next post ირაკლი კობახიძე: სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი ელჩების განცხადება სტრასბურგის გადაწყვეტილების გადაფარვის უსუსური მცდელობაა