ნიკოლოზ ბასილაშვილი ტრენტოს ტურნირის მერვედფინალში გავიდა

Read Time:24 Second

იტალიის ქალაქ ტრენტოში მიმდინარე ITF-ის ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში გავიდა.

მეთექვსმეტედფინალში ბასილაშვილმა ტურნირზე მერვე ნომრად განთესილ გერმანელ ელმარ ეუპოვიჩს (404-ე მსოფლიო რეიტინგში) სამ სეტში, 6:7, 6:0, 7:5 მოუგო.

ოქტომბრის შემდეგ ტრენტოს ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ყველაზე წარმატებულია. მან ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ორი შეხვედრა მოიგო. მეთექვსმეტედფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა მანუელ პლუნგერი და ლორენცო სკიაბასი ორ სეტში დაამარცხა.

ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 869-ე პოზიციამდეა დაქვეითებული. მის საუკეთესო შედეგი კლასიფიკაციაში მე-16 ადგილი იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ხაზარაძე: მალე შევაკეთებ ცეცხლოვან მუსტანგს, რომელიც ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას
Next post გიორგი ბარამიძე: გახარიას პარტიასთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ